Monday, November 19, 2012

საერთაშორისო ფედერაცია


კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Basketball - FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინაიტალიალატვიაპორტუგალიარუმინეთისაბერძნეთიშვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟამად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (კონტინენტალურ) კომისიას.

მნიშვნელოვანი ტურნირები 

კალათბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული კალათბურთელთა ტურნირი, რომელსაც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.
გარდა ამისა ზონალური (კონტინენტალური) კომისიები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს.
მეტად პოპულარულია ტურნირი, რომელსაც ატარებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია - NBA, რომელიც საკლუბო დონეზე იმართება ამერიკულ და კანადურ კლუბებს შორის.

No comments:

Post a Comment