Sunday, November 18, 2012

ლეგენდარული კალათბურთელები

მაიკლ ჯეფრი ჯორდანი (ინგლ. Michael Jeffrey Jordan (რომელიც ასევე ინიციალებითაა ცნობილი MJ);17 თებერვალი 1963ბრუკლინინიუ-იორკი) — ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი,ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, რომელიც ამჟამად შარლოტ ბობკეტსისმთავარი მფლობელია. ჯორდანმა 1980-1990-იანი წლებში აქტიური როლი ითამაშა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პოპულარიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ასევე შეძლო ამ პერიოდის განმავლობაში ჩიკაგო ბულზის ისტორიაში 6 NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჯორდანი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვებ-მისამართზე აღწერილია: „ხმამაღალ განცხადებებზე დაყრდნობით, მაიკლ ჯორდანი ყველაზე დიდი მოთამაშე იყო ყველა დროის განმავლობაში“.                                        კობი ბინ ბრაიანტი (ინგლ. Kobe Bean Bryant დ. 23 აგვისტო 1978, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) —ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთელი, რომელიც შუთინგ გარდის პოზიციაზე თამაშობს ლოს-ანჯელეს ლეიკერსში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ბრაიანტი არჩეული იქნა 1996 წლის დრაფტზე მე-16 არჩევნად შარლოტ ჰორნეტსის მიერ, მაგრამ გაშვებული იქნა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში იმ ზაფხულშივე.
კარიერის მანძილზე მან 5 NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო გუნდთან ერთად. ასევე 2-ჯერ იქნა დასახელებული NBA ფინალის MVP, NBA MVP და ასევე 4 NBA All-Star მატჩის MVP ჯილდოა მის ანგარიშზე.                                                                                                                                                 ზაზა ფაჩულია — (დ. 10 თებერვალი, 1984, თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო). ქართველი პროფესიონალიკალათბურთელი, რომელიც ამჟამად იმყოფება NBA-ის ატლანტა ჰოუქსში.

ადრეული კარიერა 

ფაჩულია იყო ძალიან წარმატებული კალათბურთელი პატარაობისას. 13 წლის ასაკში, იგი უკვე 2.04 მეტრის სიმაღლის იყო. ადრეულ წლებში გახდა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისმოთამაშე და დაეხმარა მას აღმოსავლეთ ევროპის მეტოქეების დამარცხებაში, როგორებიც არიან ბელორუსია და ბულგარეთი.                                                                                                                                           ლებრონ რეიმოუნ ჯეიმზი (ინგლ. LeBron Raymone James (დ. 30 დეკემბერი1984) — პროფესიონალური ამერიკელი კალათბურთელი მაიამი ჰიტის მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ჯეიმზმა 2012 წლის სეზონში შეძლო პირველი NBA ჩემპიონის ტიტულის მოგებამაიამი ჰიტთან ერთად, ასევე ამ სეზონში მოიგო NBA ფინალის MVP და NBA MVP ჯილდოები. 2012 წლის ზაფხულში კი აშშ საკალათბურთო ნაკრებთან ერთად ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მოიგო ოქროს მედალი.        

                    

No comments:

Post a Comment