Monday, November 19, 2012

ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატი


1952 წელს ფიბამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში ვაჟთა გუნდებს შორის. თავიდან ჩემპიონატები არარეგულარულად ტარდებოდა, 1970 წლიდან კი ფიბა იცავს ოთხ წლიან ციკლს. 1959 წელს სსრ კავშირის ნაკრებმა დაამარცხა ყველა მეტოქე, მაგრამ უარი თქვა ტაივანისგუნდთან თამაშზე და მას (და ბულგარეთის გუნდს) დისკვალიფიკაციაა მისცეს. ამან ჩემპიონობის შანსი მისცა ბრაზილიას. 1992 წლიდან ფიბამ გადაწყვიტა ტურნირებში დაეშვა პროფესიონალები. ამან კიდევ უფრო გაზარდა ჩემპიონატებისადმი ინტერესი.
სსრ კავშირის არსებობის პერიოდში ქართველი კალათბურთელები თითქმის ყოველთვის იცავდნენ საბჭოთა ნაკრების ღირსებას.   

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია            ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) —ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, რომელიც 30 გუნდისგან შედგება. აქედან 29 გუნდი აშშ–ის, ხოლო 1 გუნდი კი კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს. NBA არისოთხი უმთავრესი ჩრდილოეთ ამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს. მოთამაშეების საშუალო მაჩვენებლით, NBA-ის მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან.[1]

ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, სახელწოდებით ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (Basketball Association of America - BAA).[2] 1949 წელს, როდესაც BAA და ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) გაერთიანდა, ლიგამ სახელი შეიცვალა და დღემდე წარმოდგენილია როგორც „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია“ (NBA). ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუს #645-ში მდებარე ოლიმპიკ–ტაუერში. NBA-ის გასართობი ცენტრი და NBA-ის სატელივიზიო სტუდიები განთავსებულია სიკაკუსში, ნიუ-ჯერსის შტატში.                    

No comments:

Post a Comment